12/01/2025
10:51
პოლიტიკა
მადურო აქებს ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა, ორივე რეჟიმი კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მადურო აქებს ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები,” - წერს უილსონი.
უილსონი განცხადებას თან ურთავს ნიკოლას მადუროს გამოსვლის ვიდეორგოლს, რომელშიც ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.
მანამდე, უილსონმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ “მადუროს და ივანიშვილის რეჟიმები არალეგიტიმურია”.
0
0