
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ – 1 000 000 ტონას.
„გარდა ამისა, რუსეთი, თავისი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის. ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდული ტემპითა და ძალიან სწრაფად დაიწევს! ამერიკელებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, მეცხოველეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
0
0