28/12/2021
11:48
სხვადასხვა
თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ კუნძულის უჩვეულო რელიეფი ადამიანის ხელით შეიქმნა. ახლოდან დათვალიერების შემდეგ ირკვევა, რომ ქვები „მშრალი წესით“ არის დალაგებული. ალბათ ამიტომაა, რომ კედლების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში დაინგრა.
უცნობი ქვის მთლელების მიერ შესრულებული სამუშაო შთამბეჭდავია. ქვის კედლების განლაგება რთულ ლაბირინთს ქმნის და ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ისინი უძველესია, მაგრამ ასე არ არის. ბალიენაკის კედლები მე-19 საუკუნეში აშენდა. მაგრამ ვის დასჭირდა ასეთ სამუშაოზე დიდი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა?
კუნძული ბალიენაკი შიბენიკის არქიპელაგს ეკუთვნის, რომელიც უამრავი კლდოვანი კუნძულისგან შედგება. კუნძულებზე მიწათმოქმედებისთვის ვარგისი ნიადაგი იშვიათობაა და ძვირად ფასობს. ბალიენაკის მახლობლად მდებარეობს კუნძული კაპრიე (კაპრიში არ აგერიოთ), რომლის მოსახლეობაც ახლომდებარე დაუსახლებელ კუნძულებს სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად იყენებს. ასე რომბალიენაკზე კედლები ზღვის ქარისგან პლანტაციებისდასაცავად აშენდა, რომელსაცმცენარეების ფესვებიანად მოთხრა შეუძლია.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კუნძულების მაცხოვრებლები თავიანთი მიწის ნაკვეთებს ყოველთვის ღობავდნენ - არქეოლოგიური გათხრების დროს მე-19 საუკუნის კედლების ქვეშ მე-16 და მე-17 საუკუნის კედლები აღმოჩნდა. ამ დროს კაპრიეც და ბალენიაკიც ოსმალი დამპყრობლებისგან გაქცეული ქრისტიანების თავშესაფარს წარმოადგენდა.
ბალიენაკის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, სანამ მისი ფოტოები ინტერნეტში არ გამოჩნდა. ამჟამად კუნძული ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ამას სარგებლობის გარდა, ზიანიც მოაქვს - გამუდმებული ხალხმრავლობა ღირსშესანიშნაობებს აზიანებს და მეცნიერები შიშობენ, რომ კედლები მალე გაქრება.
ცოტა ხნის წინ ხორვატიის მთავრობამ იუნესკოს ბალიენაკის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარება თხოვა. ეს არა მარტო კუნძულის მიმართ ინტერესს გაზრდის, არამედ მის ეფექტურად დაცვასაც უზრუნველყოფს.
0
0