სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა
A-
+A

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა.
ამის შესახებ ინფორამციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საელჩოს წარმომადგენელს შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და აპარატის მიერ მომზადებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები გააცნო.
„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 5 დეკემბერს საქართველოში აშშ-ს ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ალან პარსელს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საელჩოს წარმომადგენელს შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და აპარატის მიერ მომზადებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები გააცნო; ისაუბრა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტის განხილვაში სახალხო დამცველის ჩართულობაზე. ასევე განიხილეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და მათ მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგები. შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური, ასევე, აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის (INL) პროგრამის ოფიცერი ჯეიმი შაფლბარგერი და იურიდიული საქმეთა სპეციალისტი ეკატერინე ფოფხაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
22
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%