07/09/2023
00:45
პოლიტიკა
როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყო, „დიდ გიგას“ წერდა წერილებს. ხვალ რომ დასჭირდეს, ისევ მიწერს და დაივიწყებს იმას, რაც დღეს თქვა საჯაროდ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა
როგორც ბობოხიძემ გადაცემაში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის წერილმა, სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილი, როგორც მორალური ღირებულებების მატარებელი ადამიანი, დიდი ხანია დასრულდა.
„ისევ იგივე მიშაა და არც შეიცვლება. იგივე მიშაა, რომელიც ამბობს, რომ „ერთმანეთი დაგიჭამიათ, მაგრამ ვინც ჩემი აღიარების მიღმა გახვალთ, ისინი განულდებით. მხოლოდ ჩემთან ერთად გაქვთ შანსი“. მიშასთვის სულერთია, ვინ არის სწორი და ვინ - არა, მთავარია მის სახელს ადიდებდნენ. მიშა ღირებულებების მიმართ მხარდაჭერას კი არ ითხოვს, თავისი პიროვნების მიმართ მხარდაჭერას ითხოვს.
მიშა და ბოკერია 180 გრადუსით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გიგა ბოკერია არ იქნება გიგა ბოკერია, რომ გამოაქვეყნოს ის წერილები თუ რა წერილებს წერდა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან და რა შეფასებას უკეთებდა ბოკერიას პიროვნებას. გიგა ბოკერიას ბევრი რამ აქვს გაკეთებული პოლიტპატიმარი მიშას პროცესებისა და პრობლემების დასაძვრელად დასავლეთში“,- განაცხადა ბობოხიძემ.
კითხვაზე, როდის წერდა მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას წერილებს, ბობოხიძე პასუხობს, რომ მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტი ციხეში იყო.
„მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ციხეში იყო „დიდ გიგას“ წერდა წერილებს. ხვალ რომ დასჭირდეს, ისევ მიწერს და დაივიწყებს იმას, რაც დღეს თქვა საჯაროდ. მიხეილ სააკაშვილის ჰქონდა ბოკერიას იმედი და მიშა იღებდა ამ დახმარებას, მიუხედავად იმისა წერილს მოწერდა თუ არა გიგას. ბოკერიასთვის მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის დამოკიდებულებას მის მიმართ. ბოკერია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
გიგა ბოკერია თვლის, რომ წერილები არ უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი] უღირსად იქცევა. მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა თემის აქტუალიზაციას“,- განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის არასწორი მეთოდი აირჩია.
„მე ვიცი მიშას ორი განცხადება: „თუ გამიშვებთ, ქართულ პოლიტიკაში არ დავბრუნდები“. სააკაშვილის ეს განცხადება თავისმა ამომრჩეველმა მიიღო და ამისგან ტრაგედია არ შექმნა. დღეს მიშა ამბობს, რომ მას საქართველოს წინაშე ეროვნული მისია აქვს შესასრულებელი. შეკითხვას ვსვამ: მიშა, თუ შენ ეროვნული მისია გაქვს შესასრულებელი, მაშინ უარს როგორ ამბობდი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობაზე, პირადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სად არის შენი გმირობა?
არ უნდა მოიქცე უღირსად, მაინც ვერ შეაცოდებ თავს ბიძინა ივანიშვილის და პუტინს ხელისუფლებას. პუტინის ხელისუფლებასთან ბრძოლის ეს მეთოდი არ უნდა აირჩიო, უნდა აირჩიო მერაბ კოსტავას გზა, ღირსეული ბრძოლის გზა“,- განაცხადა ბობოხიძემ.
0
0