15/02/2022
16:04
პოლიტიკა
სოზარ სუბარმა ყოფილი პრემიერის გუნდის წევრების პოზიციები გააკრიტიკა. მისი განცხადებით, როდესაც გეთაკილება „ქართული ოცნების“ წევრობა, მაშინ უნდა დატოვო მანდატი რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოგცა და მერე თავიდან სცადო და კენჭი იყარო.
„ეს როლი არ უნდა შეასრულო არც წალენჯიხაში, არც რუსთავში, არც სხვა ქალაქებში და განსაკუთრებით სენაკში, სადაც კანონი დაარღვიეს და ახალი მათემატიკა გამოიგონეს და თქვეს, რომ 16 არის 33-ის ნახევარზე მეტი. სრულიად კანონის დარღვევით დაიწყეს თანამდებობების გადანაწილება და შეხმატკბილებულად მუშაობდეს. მალე დავინახავთ იმასაც როგორ მისცემენ აქ ხმას იმ კომისიის შექმნას, რომელმაც სააკაშვილის ვითომ წამების ფაქტი უნდა გამოიძიოს. ამის სიგნალიც მოვა მე-12 დაწესებულებიდან და ამასაც მოაწერენ ხელს.
როდესაც გეთაკილება ნაციონალური მოძრაობის ბუფერობა, მაშინ შენი პრემიერი არ უნდა გადადგეს თანამდებობიდან იმისთვის, რომ დამნაშავე გადაარჩინოს ციხიდან და არ უნდა სცადოს ქვეყანა შეიყვანოს ისეთ ქაოსში და ტურბულენტობაში, საიდანაც გამოსვლა მერე ძნელია და მადლობა ღმერთს, ჩქარა მოვახერხეთ რომ ეს ქაოსი აგვეცილებინა, რაზედაც სავარაუდოდ ეს გადადგომა იყო გათვლილი.
როდესაც გეთაკილება „ქართული ოცნების“ წევრობა, მაშინ უნდა დატოვო მანდატი რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოგცა და მერე თავიდან სცადო და კენჭი იყარო. და მაშინ გამოჩნდება ვინ ხარ და რა არის შენი პოლიტიკური წონა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0