06/09/2023
13:11
პოლიტიკა
სააკაშვილს ბოკერია კრიტიკით პასუხობს. "ევროპული საქართველოს" ლიდერი ფარისევლობასა და ბელადომანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ვარდების რევოლუციის იდეალებს გადაუხვია, კრიზისშია.
"როცა შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა და ბელადომანია ხდება ავტომატურად მისაღები დიდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა მთლიანად ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად. დიახ, მართლაც, ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს ვერ შეერთდება, იმიტომ, რომ ამ ძალამ, ამ ადამიანმა და მისმა გარემოცვამ ერთად გადაუხვიეს იმას, რაც იყო "ვარდების რევოლუციის" ამოცანები და იდეალები. ამ ნაბიჯებმა და ამ მიდგომამ მიიყვანა "ნაციონალური მოძრაობა" იმ კრიზისამდე, სადაც ის არის. ხო, შეიძლება ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ამომრჩევლის, მაგრამ ი ამოცანისთვის, რაც ქვეყნის წინაშე დგას, პირიქით ამოცანას ასრულებს,"- აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ იქამდე სააკაშვილმა დაწერა: "ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. ამავე დროს, მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია."
0
0