15/02/2022
19:33
პოლიტიკა
„არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკურად გამოყენება. ის, რაც აფრიკაში ხდება არის ჩვეულებრივი მიტაცება. აქ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ამბით ხელს ითბობს. ის, რაც აფრიკაში და სამწუხაროდ, თბილისის რამდენიმე უბანში ხდება არის სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების უკანონო მიტაცება. ამ პროცესმა მიიღო შეუქცევადი სახე, ამიტომ ამის გაჩერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მერიის შესაბამის სამსახურებს ადეკვატური რეაგირება აქვთ. ჩვენ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს მერიას და გვერდში ვუდგავართ მუნიციპალიტეტს“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ვისაც საცხოვრებელი მართლა არ აქვს, თბილისის მერია ღია ცის ქვეშ არავის ტოვებს. რევაზ სოხაძის თქმით, როდესაც კახა კალაძე ამბობს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ეს ასეც უნდა იყოს.
„ყველაფერზე კამათი და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენთან დავა არ შეიძლება. როდესაც თქვენ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ობიექტურები ხართ, ჩვენ საწინააღმდეგოს არ ვამბობთ. ჩვენც ვაღიარებთ და ვცდილობთ რაც რაციონალურია გავიგოთ. თქვენც შეეცადეთ, რომ გაიგოთ და რადგან კახა კალაძის ნათქვამია აუცილებელი არ არის საწინააღმდეგო ამტკიცოთ“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
0
0