
ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეშვების დაბრკოლება აღარ უნდა იყოს, ვინაიდან გუშინ მსოფლიომ დაინახა მისი შვილის მდგომარეობა:
“გუშინ სისხლის გადასხმა ჰქონდა, როგორც ჩანს, დავარდნილი იყო ჰემოგლობინი და ეს პერიოდულად ხდება ხოლმე. სიცხე ყოველთვის, ბოლო ხანებში, დილიდან 37 აუცილებლად აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და წნევაც არის ხოლმე ჩვეულებრივი ამბავი. რახან დაუშვეს ის, რომ გამოაჩინეს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ შეუშვან ის ექიმები, ის პოლონელი ექიმები, ფაქტობრივად, არიან ევროკავშირის გადაწყვეტილებით შექმნილი ჯგუფი. ასე რომ, ესენი კი არიან პოლონელები, მაგრამ წარმოადგენენ მთელ ევროპას. მე მოვისმინე ჩვენი იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მოიწვიონ ნებისმიერი ექიმიო და ჩვენ კი ბატონო, შევუშვებთო და აბა, სად არის?!” - განაცხადა გიული ალასანიამ.
გუშინ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო.
0
0