
უკრაინის უმაღლესი რადას სამართალდამცავ საკითხთა კომიტეტმა ნასამართლევი პირების მობილიზაციის რეკომენდაცია გასცა.
როგორც UNIAN წერს, საკანონმდებლო ინიციატივა ნასამართლევთა გარკვეულ კატეგორიას შეეხება.
„კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კანონპროექტის მიღებას, რომელიც ნასამართლევთა მობილიზაციას უშვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უკრაინული მედია დეპუტატებზე დაყრდნობით წერს, მობილიზაცია არ შეეხებათ ისეთი მუხლებით გასამართლებულებს, რომლებიც ითვალისწინებს:
ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს;
ტერორიზმს;
ორი, ან მეტი ადამიანის მკვლელობას;
გაუპატიურებას;
პედოფილიას;
ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარების შედეგად გამოწვეულ ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებს.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონპროექტს მობილიზაციის შესახებ. როგორც რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტში განმარტეს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება იმ ნასამართლევი პირების გაწვევა, რომლებსაც ამჟამად, თავისუფლება არ აქვთ აღკვეთილი.
0
0