18/06/2023
12:40
პოლიტიკა
ამ წუთებში, წერეთლის გამზირზე, სადაც "ფექთორი თბილისში" "ფრანკლინის კლუბის" დაარსებიდან 2 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველების მობილიზებაა.
ადგილზე იმყოფება კონსერვატიული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად.
როგორც მან განმარტა, "ფრანკლინის კლუბი" დესტრუქციული ორგანიზაციაა და მას საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან არანაირი საერთო არ აქვს.
"იმიტომ, რომ "ფრანკლინის კლუბი" არის ამ ქვეყანაში, მას არა აქვს არანაირი საერთო საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან. ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, მავნებლური ორგანიზაცია და მათი მხრიდან პოლტიკური გზავნილი, რომ ისინი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღეს აღნიშნავენ სწორედ კოკა-კოლის ტერიტორიაზე, რომელმაც იკადრა უკადრებელი უკანასკნელ დღეებში და სცადა მავნებლურად, შეფარულად ჩვენი ბავშვების ფსიქიკაზე ზემოქმედება ნეგატიური, LGBT პროპაგანდის გავრცელება და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, გამოვიდა და საზოგადოებას, ქართველ ხალხს დაგვიძახა ბნელი. ამის გასაპროტესტებლად მოვედით," - ამბობს შაქარიშვილი.
0
0