
ამ წუთებში ორგანიზაცია "ფრანკლინის კლუბის" დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იწყება, რომელსაც კლუბის წევრი ახლაგარზდები, სტუდენტები, პოლიტიკსები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები და დისკუსია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ რაც ღონისძიება დაანონსდა, კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელმა, ვატო შაქარაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, შეიკრიბონ და გუშინდელი დღის მსგავსად ახალგაზრდებს ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცოტა ხნის წინ შაქარიშვილმა ფეისბუკზე სტატუსიც გამოაქვეყნა და დააანონსა, რომ ამ ღონისძიებაზე მისვლას გეგმავდა:
“ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც მაკდონალდსმა სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშვო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ კოკა-კოლას წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, - დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!!” - წერს შაქარიშვილი.
0
0