14/11/2021
10:20
პოლიტიკა
შედარებები გაისმის, რომ არ მოწონს ბევრს, რა არ მოწონდათ, ძალიან მაინტერესებს, ის რომ საქართველო გაიცნო მთელმა მსოფლიომ? რომ ასე გაიზარდა ეკონომიკა? რომ ეს ნულოვანი ტოლერანტობა რას გამოეცხადა?! გამოეცხადა დანაშაულს! აბა როგორ უნდა გადატეხილიყო ის კრიმინალი საქართველოში, რომელიც გავრცელებული იყო ჩემი შვილის მოსვლამდე? საიდან ამოათრია ეს ქვეყანა ადამიანმა. ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? ამნეზია გვაქვს ყველას ერთად? თუ როგორ საქართველო უნდოდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოეწონათ ეს ნულოვანი ტოლერანტობა? ისევ იქ ვყოფილიყავით? ისევ მხედრიონელებს ეთარეშათ ქვეყანაში?
რა უნდა ყოფილიყო ბოლოს და ბოლოს?! ჩაიხრჩო მაშინ ახალგაზრდობა ნარკოტიკებში, ყველაფერს ვკარგავდით… და იქიდან წამოვედით ნელა- ნელა და წარმატებული ქვეყანა გავხდით ბოლოს და ბოლოს. რაღაც ხომ უნდა დავინახოთ? ჩვენ თუ ვერ ვისწავლეთ შავის და თეთრის გარჩევა აღარაფერი არ დარჩება ჩვენი ქვეყნიდან, უკვე ყველა სიმპტომი სახეზეა, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს.” – განაცხადა გიული ასალანიამ “ტვპირველის” ეთერში.
0
0