24/06/2023
15:05
მსოფლიო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქ კირილის ახალ მიმართვას, რომელშიც იგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერაზე საუბრობს და ასევე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
"როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც არ აქვს გამართლება. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც აიღო იარაღი და მზად არის გამოიყენოს იგი თავისი ძმების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილებისკენ". - ამბობს კირილი.
გარდა ამისა, მიმართვაში კირილმა აღნიშნა, რომ "სამხედრო დაპირისპირება ერთგვარი გამოცდაა". მან მოუწოდა რუსებს, შეინარჩუნონ ეროვნული ერთიანობა, ასევე მთელი ძალით მხარი დაუჭირონ ჯარისკაცებსა და ერთმანეთს.
0
0