15/11/2021
13:40
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, ასეთი ტიპის ღონისძიებები რომელს იწვევს.
„ქუჩის პროტესტი არის პასუხი რაღაცაზე და მე არც ის მომწონს, რაზეც ეს პასუხია. ქუჩის პროტესტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ უფრო მეტად ხალხი კი არ გააღიზიანოს, არამედ დისკომფორტი შექმნას მთავრობისთვის. ამ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, ასეთი ტიპის ღონისძიებები რომელს იწვევს. თუმცა არსებობს რადიკალური შემთხვევები, როდესაც საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გიწევს საზოგადოების შეწუხებაც, ესეც მესმის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატები მოინახულა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, პირადად გასცეს პასუხი იმ პრეტენზიებს, რაც საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს აქვთ.
„ადამიანურად სოლიდარობა გამოვხატე კოლეგების მიმართ, რომლებიც შიმშილობენ. ამავდროულად, დღეს არის იურიდიული კომიტეტის სხდომა, დღეს არის ბიუროს სხდომა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შევთავაზე პოზიციის გაჟღერება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ არ ყოფილიყო რაღაცნაირად მათთვის სიურპრიზი. მათაც და მეც მაწუხებს ის საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება, სასამართლოს წინაშე წარდგეს. „ქართული ოცნება“ ხშირად გვესაუბრებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაშე. და მიხეილ სააკაშვილის მომხრე ხარ თუ მოწინააღმდეგე, ჩემი აზრით, სააკაშვილს აქვს უფლება, თვითონ პირადად გასცეს პასუხი იმ პრეტენზიებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს აქვთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0