04/09/2023
08:29
პოლიტიკა
ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის, ამირ ოჰანას ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება.
დღეს ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებს შეხვდება.
10:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე კი ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ასევე, ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს.
5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართველი კანონმდებლები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს და მის თანმხლებ დელეგაციას მიესალმებიან.
ქნესეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისში გუშინ დაიწყო.
ამირ ოჰანა დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო და მის შთამომავლებს საპატიო სიგელები გადასცა.
0
0