10/09/2024
19:48
პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია რა კანონს მიიღებს ან არ მიიღებს. ასე გამოეხმაურა ის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას.
მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან. კომისარმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 6 სექტემბერს შესაბამისი წერილი გაუგზავნა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს ან არ უნდა მიიღოს, ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად, ხალხი აძლევს უფლებამოსილებას, უფლებამოსილების დელეგირებას კონკრეტულ ამორჩეულ წარმომადგენლებს და მათ აქვთ სრული კონსტიტუციური უფლება მიიღონ ის კანონები, რომელიც არის ერის ინტერესებში და ასე იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0