
“ქართულ-ამერიკული ურთიერთოა ნულოვან ნიშნულზეა”, – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარი საქართველოსაც ეხება.
ხიდაშელის განმარტებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები რომ სხვა ვითარებაში იყოს, ანგარიში გაცილებით ვრცელი იქნებოდა და მასში პარტნიორი რუსული გავლენების განეიტრალების გზებსაც აღწერდა.
“წესით, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ის სამი ხაზი, რომელიც დღეს საქართველოს ეძღვება, სხვა ვითარებაში რომ იყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იქნებოდა ორი, სამი გვერდი და იქ ჩამოწერილი იქნებოდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ საფრთხეების ჯერ პრევენციისთვის, შემდეგ, თუ მაინც საფრთხემ მოიმატა, ნეიტრალიზებისთვის, საფრთხის თავიდან არიდებისთვის რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რასი უნდა დაეხმაროს ამერიკული მხარე, სად შეიძლება, ჩაერთოს ნატო, სად შეიძლება, ჩაერთოს ევროკავშირი. აღარაფერი ეს დოკუმენტში აღარ არის, იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის ნულოვან მდგომარეობაში და უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რუსული საფრთხეების ზღვარმა ყოველგვარ დასაშვებ მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა, არის მომატებული, არის აგრესია სახეზე და აბსოლუტურად დაუფარავი. მაგრამ, აღარაფერი წერია ამ დოკუმენტში იმაზე, აი, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, შესაჩერებლად, გასანეიტრალებლად რა უნდა გააკეთოს საქართველომ”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
აშშ-ს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეებია შეფასებული, საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ოქტომრბის საპარლამენტო არცევნების შემდეგ “ოცნებამ” შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს ქვეყანაში გავლენების გაძლიერების საშუალებას აძლევს.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025