-share.jpg)
მომღერალი, ნუკა კვალიაშვილი თბილისში, 12 წლის გოგონას სავარაუდო მკვლელობას ეხმაურება და მშობლებს მოუწოდებს, შვილებს მეტი ყურადღება მიაქციონ.
"დიდი დიღომი, პეტრიწის მიმდებარედ (ჩემთან ძალიან ახლოს) სურათს შეგნებულად არ დავდებ, 23 საათისთვის გაუჩინარდა 12 წლის ბავშვი გოგონა, რაც წეღან დავდე, როგორც დაიწერა, ბავშვი იპოვეს უგონოდ ხეებში ჩაფლული, რაგბის სტადიონთან, რასაც წერენ 25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს. სავარაუდოდ, ბავშვი გაგუდეს, რადგან ქალის კივილის ხმა ისმოდა, რომელიც ყვიროდა: ბავშვი გამიგუდესო, აქ ემოციებს ვერ დავწერ, გაყინული ვზივარ და უბრალოდ ვისაც აინტერესებდა მგომარეობა იმათ ვატყობინებ, სიტყვები არ მაქვს, არ ვიცი, ძალიან ძალიან ცუდად ვარ ... გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან", - წერს ნუკა კვალიაშვილი.
როგორც ცნობილია, დიდ დიღომში 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მოზარდს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილ მოზარდს დაზიანებები აქვს. გოგონას ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
0
0