-share.jpg)
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილ მოზარდს დაზიანებები აქვს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, სამართალდამცველები. ექიმები რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ვინ გაიმეტა ასე ჩვენი პატარა ანგელოზი?! რა გინდოდა ღმერთო, ამ პატარა გოგოს, ეს რომ დამართე?! შოკში ვართ. რა უნდა ვთქვათ. როგორ ვერავინ ვერ გავიგეთ ხმა, როგორ ვერავინ ვერ შევნიშნეთ“... ეს ტრაგედია როგორ უნდა გადავიტანოთ. რა უნდა ვუთხრათ მის მშობლებს და დას?!“,- ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ოფიციალური განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.
წყარო: “პრაიმტაიმი”
0
0