08/01/2025
12:42
პოლიტიკა
თამარ კინწურაშვილმა და სერგი კაპანაძემ წლების განმავლობაში მოახერხეს, რომ ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა მათ პოლიტიკურ ინტერესებს დაებლოკათ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია META-ს გადაწყვეტილებას გააუქმოს „fact-checking“-ის პროგრამა.
„ჩვენ ვიცით, რომ შედარებით მასშტაბური ორი „Fact-Checking“-ი არსებობს. ერთი არის ბატონი სერგი კაპანაძის მფლობელობაში, ხოლო მეორე კი ქალბატონი თამარ კინწურაშვილის. შესაბამისად, ქალბატონ თამარს და ბატონ სერგის მოუწევთ, რომ თავიანთი სამუშაო პროფილები შეცვალონ სხვა მიმართულებით. ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ და რეალურად მათ მოახერხეს კიდეც, რომ მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი და ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა მათ პოლიტიკურ ინტერესებს დაებლოკათ და, შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდს, ისე ობიექტურ მედია-საშუალებებს არ ეძლეოდა იმის საშუალება, რომ გამოექვეყნებინათ ის სტატიები, რომლებიც ამ ჯგუფისთვის და ამ ენჯეო-სექტორისთვის იყო მიუღებელი“, - განაცხადა ჩოჩიამ.
0
0