რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე რუსეთის საპრეზიდენტო ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოს წევრი გახდა. შესაბამის განკარგულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
ცეცხლაძე 2021 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ორგანიზაციას „ფედერალურ ქართულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომია რუსეთში“.
მიმდინარე წლის აგვისტოში მან კომენტარი გააკეთა ქართველი მებრძოლების მონაწილეობაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციაში კურსკის რეგიონში. მან მებრძოლებს მოუწოდა „დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ ოჯახებში“. შემდეგ ის ეწვია კურსკს და განაცხადა, რომ „დღეს საქართველოს მტერია ყველა, ვინც საკუთარ სამშობლოს და ხალხს სხვის ომში ჩაითრევს“.
ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოში შედიან რუსეთის ფედერაციის ხალხთა ეროვნულ-კულტურული ავტონომიებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამეცნიერო და საექსპერტო საზოგადოების მოღვაწეები, რუსეთის მთავრობის მინისტრები, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები და ა.შ.
საბჭოს თავმჯდომარეა ვლადიმერ პუტინი.
0
0