27/06/2023
11:35
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერგეი შოიგუს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან , სავარაუდოდ, არ გაათავისუფლებს, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული
ანალიტიკოსების განცხადებით, პრიგოჟინის მცდელობა დაერწმუნებინა პუტინი თავის ერთგულებაში, აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან შეიარაღებული აჯანყება დაახასიათა, როგორც შანტაჟის მცდელობა და დაგმო მისი ორგანიზატორები, როგორც მოღალატეები.
„კრემლი, ალბათ, ცდილობს მიანიშნოს, რომ შოიგუ ამ დროისთვის თავის პოზიციას შეინარჩუნებს და რომ პუტინი არ დაემორჩილება პრიგოჟინის შანტაჟის მცდელობას. ამჟამად გაურკვეველია ჩაანაცვლებს თუ არა კრემლი შოიგუს და გერასიმოვს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი სარდლობაში დაუყოვნებლივ ცვლილებებს განახორციელებს“, - აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში.
0
0