
როსავიაცია: „ავიაკომპანიის ცნობით, Embraer 135 (EBM-135BJ) ბორტზე შემდეგი მგზავრები იმყოფებოდნენ:
პროპუსტინი სერგეი
მაკარიანი ევგენი
ტოტმინი ალექსანდრე
ჩეკალოვი ვალერი
უტკინი დიმიტრი
მატუსევი ნიკოლაი
პრიგოჟინი ევგენი
ეკიპაჟის წევრები:
ლევშინი ალექსეი, მეთაური;
კარიმოვი რუსტამი, მეორე პილოტი;
რასპოპოვა კრისტინა, ბორტგამცილებელი.
Embraer - 135 (EBM-135BJ) თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე.
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
რუსული მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.
"ვაგნერი" ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის დაღუპვას ადასტურებს.
0
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026