23/08/2023
22:41
მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. თვითმფრინავი სოფელ კუჟენკინოს მახლობლად ჩამოვარდა. მაშველები ამ წუთებში განაგრძობენ სამძებრო სამუშაოებს.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ბიზნეს თვითმფრინავი Embraer 600 ნომრით RA-02795, რომელიც ასევე ეკუთვნის ევგენი პრიგოჟინს, მოსკოვში დაეშვა.
ასევე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება პირველი ვიდეოკადრები ავიაკატასტროფის ადგილიდან.
შეგახსენებთ, ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
ცნობისთვის, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. მედიის ცნობით, ვიდეო, სავარაუდოდ, აფრიკაშია ჩაწერილი.
რამდენიმე წუთის წინ "ვაგნერმა" პრიგოჟინისა და უტკინის დაღუპვა დაადასტურა.
0
0