
"ვაგნერი" ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის დაღუპვას ადასტურებს.
ამასთან, ქსენია სობჩაკი, „ფონტანკას“ წყაროები და ზაპოროჟიეს "ადმინისტრაციის" წარმომადგენელი ამბობენ, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინი იმყოფებოდა. ამის შესახებ „დოჟდი“ იუწყება.
„ფონტანკას“ ცნობით, ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. მის გარდა, ბიზნეს-ჯეტში „ვაგნერის“ მეთაურები იყვნენ - იუწყება გამოცემის წყარო.
ვლადიმერ როგოვი, რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს რეგიონის „ადმინისტრაციის“ წარმომადგენელი, აცხადებს, რომ ახლახან ესაუბრა „გამოჩენილ მუსიკოსებს“ ასე უწოდებენ „ვაგნერის“ მებრძოლებს), რომლებმაც დაადასტურეს პრიგოჟინის და ვაგნერის მეთაურის დიმიტრი უტკინის გარდაცვალება.
თვითმფრინავში პრიგოჟინი რომ იმყოფებოდა, ასევე ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკის წყაროები ადასტურებენ.
0
0