პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები, პარლამენტს, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება
06/09/2023
10:01
პოლიტიკა
A-
+A
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები, საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს, რის შემდეგაც, ის უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.
სასამართლომ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ივაჭრებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიას ვაჭრობა უკვე დაწყებული აქვს.
0
0
371
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%