
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევა 9 თებერვალს, წერილით მიულოცა.
„საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა”. – ამბობენ ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არც საიტზე, არც სოციალური მედიის გვერდებზე მილოცვის ტექსტი არ გამოუქვეყნებია.
დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების” წევრებმა განცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, რაც „დამაზიანებელი და პოლიტიკური სიბეცეა”.
თავდაცვის ახლადდანიშნული მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით კი, მისთვის „გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით”.
„ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო”. – თქვა მან.
62 წლის ილჰამ ალიევმა, რომელიც ქვეყანას 20 წელზე მეტია, მართავს, არჩევნებში ხმების 92% მიიღო.
0
0