
ჩვენ არ ვცდილობთ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. გვინდა, დავიწყოთ მოლაპარაკებები კანადასა და ევროკავშირს შორის უნიკალური ალიანსის შექმნის თაობაზე, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.
კარნის თქმით, კანადა და ევროპა ერთსა და იმავე ღირებულებებს იზიარებენ.
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც მსოფლიო უფრო საშიში და დაყოფილი ხდება და ასეთ ვითარებაში მეგობრებმა ერთმანეთის გვერდით დგომა უნდა შეძლონ“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
კარნიმ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც „უოლ სთრით ჯორნალმა“, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანადა განიხილავს, შეიძლება თუ არა, ქვეყანა ევროკავშირის „ასოცირებული წევრი“ გახდეს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი მზად არის, განიხილოს კანადისთვის ასოცირებული წევრობის ახალი სტატუსის შექმნის იდეა.
0
0