07/09/2023
16:25
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 7 სექტემბერს საგანგებო მიმართვას აანონსებს.
ამის შესახებ ინფორმაცია, პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე განთავსდა. სადაც აღნიშნულია, რომ 7 სექტემბერს 21- საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს.
რა საკითხზე ისაუბრებს პრეზიდენტი, ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ევროპის ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც მან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები გამართა. განხილვის მთავარი თემა კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამასთან, ქვეყნისა და რეგიონის სამომავლო გეგმები იყო.
მმართველმა პარტიამ, მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების გამო, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მათ ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ხელშეშლაში დაადანაშაულეს.
0
0