18/02/2022
16:25
პოლიტიკა
მისი თქმით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები, სადაც მთავრობის მეთაური ისაუბრებს სამხრეთ კავკასიასა და სამშვიდობო ინიციატივებზე.
„ძალიან მნიშვნელოვნია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უკრაინის გარშემო არის ასეთი დაძაბული სიტუაცია. მსოფლიო თანამეგობრობა ბუნებრივია, იმსჯელებს იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ, რომ ის პირადად არის მოწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო იმყოფება გამოწვევებით სავსე რეგიონში და ჩვენ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის მძიმე შედეგები, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციები ბუნებრივია, ყველასთვის საინტერესოა და პრემიერი ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს ასევე ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე.
ერთ-ერთი ძალიან წარმომადგენლობითი ღონისძიება, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, სწორედ ჩვენს რეგიონზე იქნება ფოკუსირებული და ამ დისკუსიაში კონცენტრირება იქნება სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოადგინა.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რადგან პანდემიის შემდეგ ეკონომიკური გაჯანსაღება და მეტი ინვესტიციის მოზიდვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
0
0