პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
A-
+A

მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა გავმიჯნოთ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. თუ მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში შვილს არავითარი პრობლემა არ ექმნება მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით, თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი, მათ შორის შვილი, ექვემდებარება ნატურალიზაციის წესს, მოქალაქეობის პრინციპიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, შეიძლება იყვნენ მშობლები ეთნიკურად ქართველები, მაგრამ თუ არ არიან მოქალაქეები, მათმა შვილმა უნდა მიიღოს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობა და ეს არის სტანდარტული წესი, რაც ყველა ქვეყანაში მოქმედებს.
„პროცედურების გამარტივება ამ კუთხითაც შესაძლებელია. ამაზე გვქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან ერთად და ვგეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ პროცედურები. არიან, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, არიან მათი შვილები, თავადაც უნდათ მოქალაქეობის მიღება და მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და მათთვისაც შეიძლება, რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მისვლა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთია მოქალაქეობის მინიჭება, მეორეა მოსახლეობის ზრდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი თუ არ ჩამოვიდა ფიზიკურად საქართველოში, მოსახლეობის ზრდაში ვერ ჩაითვლება.
„რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც თავის დროზე იქნენ გადასახლებული ან სხვა კუთხით მოხვდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორის საუკუნეების წინ, აქ შეიძლება კონსულტაციების გავლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიდგომით უნდა წავიდეთ. ისინი, როგორც წესი, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. არის, მათ შორის, მეზობელ თურქეთში მილიონობით ქართველი, ეთნიკურად ქართველი, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან თავის დროზე საქართველოდან გასული ადამიანები. ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია, თუმცა ამ საკითხზეც შეიძლება მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლაც.
რაც შეეხება ქართველების დაბრუნებას საქართველოში, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც მინდა, რომ გავიხსენო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი. მათ არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათ. თუ ადამიანს უნდა ფიზიკურად საქართველოში დაბრუნება, ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. 2022 წლიდან საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი, ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. დღემდე ცხოვრობს საქართველოში 40 000 ქართველი, რომლებიც 2022 წლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0
14
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%