
პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნას ვერ შეძლებს – ამის შესახებ საფრანგეთის ოპოზიციური პარტია „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.
ფრანგი პოლიტიკოსის განცხადებით, მთავარსარდლის წოდება პრეზიდენტისთვის საპატიო სტატუსია, რადგან პორტფელს სწორედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს.
კითხვაზე, როგორ ხედავს ქვეყნის მეთაურთან შესაძლო კოჰაბიტაციას, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთის კონსტიტუციაში ყველაფერი ცხადად არის ნაჩვენები. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის არჩევას, ლე პენის თქმით, პრეზიდენტმა გააცნობიერა, რომ მას არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ლეგიტიმაციას პირდაპირ ფრანგებისგან იღებდა.
ოპოზიციური „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სწორედ ჯორდან ბარდელა იქნება. „ჯორდანი არ აპირებს მასთან ბრძოლას, მაგრამ მან წითელი ხაზები დააწესა. უკრაინაში პრეზიდენტი ვერ შეძლებს ჯარების გაგზავნას“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025