16/12/2024
15:45
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პოკურატურამ მიმართა.
ელისაშვილის თქმით, მისთვის მნივშვნელოვანია, რომ "პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ'."
"პროკურატურის არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო და ახლა ამ ათ დღეში რა მოხდა, ახლა არ მივიმალები? უცხოეთში ხშირად დადიოდაო, რატომ დავდიოდი? საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციებში დავდიოდი. არ ვიცი რა მოხდა. ფაქტია, რომ რაღაც მოხდა. ალბათ უცხოელებმა ქეჩოში მისცეს, ან რაღაც მსგავსი...
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ძალიან დიდი შვება არ არის ახლა ამ თვე-ნახევრის მანძილზე გარეთ გამოსვლა. იმიტომ, რომ აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი იქ, ძალიან ბევრი წიგნიც მქონდა შეკვეთილი. პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მზად ვარ დღესვე შევბრუნდე უკან, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა...
რაღაც რომ მოხდა ფაქტია, არანაირად არ ველოდი, რომ დღეს გამომიცხადებდნენ. ველოდებოდი, რომ წიგნებს მომიტანდნენ და ტელევიზორს, რომელიც ციხის მაღაზიას შევუკვეთე. ამის ნაცვლად გაიღო ის რაღაც რკინის ფანჯარა და მითხრეს, რომ გარეთ უნდა გამოვსულიყავი, უფრო სწორედ სადღაც უნდა წაგიყვანონო. მართლა გულით ვამბობ, რომ მეგონა სადღაც საწამებლად მივყავდი." - ამბობს ელისაშვილი.
ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემებერს დააკავა. შსს-ს თქმით, მას ბრალად ედებოდა ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა - საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლით იყო აღძრული.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025