
ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება, რადგან პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ლევანი ყველაზე მისაღები კანდიდატია. ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ არგუმენტი „ქართულ ოცნებასაც“ არ ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ლევან იოსელიანს თანამშრომლობა შეუძლია ორივე მხარესთან.
„ლევან იოსელიანი პრინციპული იყო საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხზე 5 ივლისთან დაკავშირებით. ლევანი ადამიანის უფლებებში ერკვევა და მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას. ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების ცვლილებაზე და ა.შ. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება სასიცოცხლო საკითხია და ამ შემთხვევაში ადეკვატური კანდიდატია“, – განაცხადა კორძაიამ.
პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026