
კიევის მოკავშირეები ცდილობენ, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაპირისპირება თავიდან აიცილონ, მაშინ, როდესაც მას ყურადღება ირანის კრიზისიდან კვლავ რუსეთ-უკრაინის ომზე გადააქვს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთში ჩასვლისას დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი „კარგად“ არის.
„ახლა, როდესაც ირანთან ომი დასრულდა, ჩვენ უკრაინაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება. ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები. ეს არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს სიტყვები უკრაინის მხარდამჭერებს ევროპაში დამშვიდების საშუალებას არ აძლევს.
„კულისებში ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც ირანის კრიზისის ყოველდღიური მართვისგან გათავისუფლდა, შესაძლოა, სცადოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კონტროლის აღდგენა, მათ შორის, რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისა და უკრაინის სრული მხარდაჭერის სტრატეგიის ჩაშლა“, – წერს გამოცემა.
ამასთან, „პოლიტიკოსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა ევროპელმა მაღლჩინოსანმა თქვა, რომ ირანთან კონფლიქტით „ტრამპის ყურადღების გაფანტვა სულაც არ იყო ცუდი“.
გამოცემა წერს, რომ ევროპელების შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი გახდა დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი.
0
0
„სატყეო სკოლა 2026“ დასრულდა
16/06/2026