06/01/2023
20:35
პოლიტიკა
„გირჩში“ ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცემის ინციდენტს უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, მან პირველად ნახა საქართველოს რეალობაში, რომ ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ გაილახა, იძახის “თავი დამანებეთ, თქვენთვის იყავითო”.
„პირველად ვნახე შემთხვევა, როდესაც საქართველოს რეალობაში, კაცი თვითონ მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში ვიღაც ვცემეო და ვისაც აბრალებენ რომ გაილახა, ის კაცი იძახის, რომ თავი დამანებეთო, თქვენთვის იყავითო - ეს სიტუაცია ჩემთვის მხოლოდ ირონიას იწვევს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მომღერალ „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძე) სიძე გიორგი შარაშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ მედიაში ვანო მერაბიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტი ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. ინფორმაციას თავად „უცნობის“ სიძე ადასტურებს, კონკრეტულ დეტალებზე კი არ საუბრობს.
0
0