
ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი კრიტიკას.
მისი თქმით, პაპუაშვილი გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლების სტიპენდიით სწავლობა, შემდეგ კი 17 წელი გაატარა გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტოსთან, რომლის პროექტები ასევე გერმანიის მიერაა დაფინანსებული.
„მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ. ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21- 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ფიშერმა.
0
0