06/01/2023
15:32
პოლიტიკა
“10 დღე ვიჯექი ციხეში. იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო”, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა, სადაც პატრიარქი ყოფილ პრეზიდენტს უსურვებს, "სხვა, ჭეშმარიტი რეალობა“ მიიღოს.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პატრიარქმა კარგი რჩევა მისცა.
„არ გამკვირვებია პატრიარქის ეს წერილი, კარგი რჩევაა, როცა ასეთ სიტუაციაში მოხვდები. სულ სხვა საკითხია, იქიდან როგორ გამოხვალ, მაგრამ რეალობა ზოგადად ყოველთვის უნდა აღვიქვათ. რაც ჩვენს თავს არის, ის რეალობა რომ მივიღოთ და რომ არ გავგიჟდეთ, ეს არის სწორი და ადამიანური რჩევა ყოველთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ გაიგო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, კარგი რჩევაა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც ხვიჩია ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სანტა-ბარბარას ჰგავს.
„სანამ ეს თამაში გრძელდება, მიხეილ სააკაშვილს არ გაუშვებენ. ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ გამართული ამ „სანტა-ბარბარათი“ ზიანდება, მაგრამ ეს გუშინ არ დაწყებულა, 10 წელია გრძელდება“ - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0