
პარტიულ სიაში დედაქალაქში მცხოვრები, კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი ჩაიწერება - ვინ ჩაწერს რეგიონებიდან ხალხს? არავინ, - პარტია „ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელმა მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. სიები როცა დაიწერება, თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები - კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში, ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან და სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში, არავინ.
პროპორციული არჩევნები ჩავატაროთ მაჟორიტარების გარეშე, მაგრამ ჩავატაროთ რეგიონულ პროპორციული არჩევნები, რომელსაც რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა. ისე, რომ რეგიონებიც იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ნუ მივიღებთ მარტო დედაქალაქის სიებს," - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს მიმართა: „ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.
0
0