04/11/2022
12:20
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა წევრმა ნონა მამულაშვილმა დატოვა, ამ ფაქტს შეფასებები უკვე მოჰყვა. პარტიიდან ნონა მამულაშვილამდე წასული ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ მამულაშვილის ეს გადაწყვეტილება არ გაკვირვებია და იმასაც აღნიშნავს, რომ პარტიაში პრობლემა არის და ეს ხელმძღვანელობის ბრალია.
"არ გამკვირვებია ეს გადაწყვეტილება და ეს პროცესი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, რადგან პარტიაში არ არის ახალგაზრდა ენერგიული ადამიანების ადგილი, ეს ადგილი დაკავებულია არასწორი ხერხებით. პარტიაში არის ფუნდამენტური, იდეური და სტრუქტურული კრიზისი - ამიტომ პარტია იცლება. გამოსავალი არის პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. პრობლემა არის და შეუძლებელია პრობლემა იყოს ვინმეს ხმის ბრალი, თუარა ხელმძღვანელობის. ამიტომ, საჭიროა დადგეს პრაიმერისის საკითხი და აირჩეს ახალი თავმჯდომარე",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე.
პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნონა მამულაშვილი არის გონიერი ადამიანი და შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” წევრი ანა წითლიძე კი ამბობს, რომ მამულაშვილის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
0
0