25/02/2022
12:55
პოლიტიკა
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“.
„რა თქმა უნდა, არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ შეშფოთებით და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი და მეორე, უპასუხისმგებლობა, მავნებლობაა ის პოლიტიკა და ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრისმომცემი, ეს პირიქით, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს. ამაზე მინდა გითხართ, 2008 წლის ომში მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავგანწირვით ომობდნენ, მაშინდელი ხელისუფლება, კარგად გახსოვთ ყოფილი მთავარდსარდალი მიწაზე გართხმული აჩვენებდა მთელ მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელს, პარლამენტის წევრები კი საზღვარგარეთ გარბოდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0