
პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ხელმოსაწერად გადაუგზავნა.
პარლამეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პრეზიდენტს 14 მაისსვე, მესამე და საბოლოო კენჭისყრის შემდეგ გადაეგზავნა.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი მიიღო თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტი.” - აცხადებენ პარლამენტში.
კანონს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება - ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 15 მაისს განაცხადა, რომ მას ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“, რადგან დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღეს მედიასთან საუბარში განაცხადა, ვერ იტყვის კონკრეტულად რა ჩაიწერება ვეტოში, თუმცა მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება.
0
0