
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო აუცილებლად დაედება. ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რაიმე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძეს განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ორ კვირაში ნახავს, თუ რა ჩაიწერება ვეტოში, პრეზიდენტი ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.
„კანონი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი მღელვარება გამოიწვია, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი დააყენა საფრთხის წინაშე, ამ კანონს ვეტო აუცილებლად დაედება. ვეტოში არ იქნება ამ კანონის გაკეთილშობილების რაიმე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება. ვეტოში რა ჩაიწერება, ამას ორ კვირაში იხილავს საზოგადოება, ჩვენ, ასევე ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. გვაბრალებენ, რომ ვეტოს სხვადასხვა ორგანიზაციები გვიწერენ, ერთადერთი ორგანიზაცია, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ – ვენეციის კომისიაა და ეს ჩვენ არაერთ ვეტოში აღვნიშნეთ, რომ ძირითადად ვეყრდნობით ვენეციის კომისიის დასკვნებს. გამორიცხულია კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. ვეტოში კონკრეტულად რა ეწერება – ორ კვირაში ნახავთ“, – განაცხადა გიორგი მსხვილაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი თავის ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ითვალისწინებს, რამდენიმე ვეტოა, სადაც კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები მთლიანადაა გათვალისწინებული.
0
0