
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჰორმუზის სრუტეში ოპერაცია „პროექტი თავისუფლების“ შეჩერებისთვის მადლობას უხდის.
პაკისტანის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის დადებით პასუხი პაკისტანის, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების თხოვნაზე დიდად შეუწყობს ხელს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობასა და შერიგებას ამ მგრძნობიარე პერიოდში.
„პაკისტანი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს თავშეკავებას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას დიალოგისა და დიპლომატიის გზით. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ამჟამინდელი იმპულსი გამოიწვევს ხანგრძლივ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი.
0
0
სეულში ერთმანეთს ძილში შეეჯიბრნენ😴
06/05/2026