
სომხეთში არჩევნები განსაკუთრებით დაძაბულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, პირდაპირი უცხოური ჩარევით ჩატარდა, ნათელია, რომ რუსეთისთვის პრიორიტეტული იყო, გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა სომხეთის გავლენის სფეროს ქვეშ შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ PACE-ს მონიტორინგის დელეგაციის წევრმა, ედიტე ესტრელამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა განაცხადა, ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ხელისუფლება ეყრდნობოდა არჩევნებში ჩარევის დიდ გამოცდილებას.
„მოსკოვის მხრიდან ზეწოლამ და მუქარამ მიაღწია უპრეცედენტო და შემაშფოთებელ დონეს. ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ ბატონი პუტინი საუბრობდა შესაძლო უკრაინულ სცენარზე, თუ სომხეთი გააგრძელებს პროევროპულ გზას. ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა საარჩევნო ადმინისტრაციის შესანიშნავ მუშაობას. მე თვითონ მივიღე ძალიან პოზიტიური გამოცდილება გუშინ ერევნისა და მის შემოგარენში რამდენიმე საარჩევნო უბნის მონახულებისას“, – განაცხადა ედიტე ესტრელამ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 61 მანდატს მიიღებს, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან
08/06/2026