03/11/2023
11:22
მსოფლიო
კოლუმბიის მთავრობა პედრო ესკობარის მიერ ჩამოყვანილ და შემდეგ გამრავლებულ ჰიპოპოტამებს დააძინებს ან სტერილიზაციას ჩაუტარებს. კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ისინი ასევე არ გამორიცხავენ, შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რომ ჰიპოპოტამები სხვა ქვეყანაში, მაგალითად მექსიკაში ან ინდოეთში გადაიყვანონ.
კოლუმბიის გარემოს მინისტრის, სუსანა მუჰამადის თქმით, ჰიპოპოტამების სტერილიზაციის პროცესი შემდეგი კვირიდან დაიწყება. გეგმის მიხედვით, 2023 წელს სულ 20 ჰიპოპოტამის სტერილიზაცია დასრულდება, ხოლო 2024 წლიდან ყოველწლიურად 40 ჰიპოპოტამის სტერილიზაცია უნდა ჩატარდეს. ერთი ჰიპოპოტამის სტერილიზაცია სახელმწიფოს დაახლოებით 10 000 ამერიკული დოლარი დაუჯდება.
1981 წელს პაბლო ესკობარმა საკუთარი კერძო ზოოპარკისთვის 4 პიპოპოტამი კოლუმბიაში ჩაიყვანა, რის შემდეგაც იქ ჰიპოპოტამების პოპულაცია გამრავლდა და ახლა კოლუმბიას 169 ჰიპოპოტამი ჰყავს. 1993 წელს პაბლო ესკობარის სიკვდილის შემდეგ, ჰიპოპოტამები ზოოპარკიდან გაიქცნენ და კოლუმბიის ბუნებრივ ეკოსისტემასა და მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნიან. მეცნიერების აზრით, მყისიერი ზომების მიღების გარეშე, 2035 წლისთვის ჰიპოპოტამების რიცხვი 1000-ს მიაღწევს.
0
0