12/08/2022
14:25
სამართალი
დღეს დილით, ქალაქ ოზურგეთში 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალი გაგუდა.
მკვლელობა ლესელიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ქალი, სამ შვილთან ერთად, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.
როგორც მოკლული ქალის ძმა აცხადებს, ყოფილი ქმარი მის დაზე მუდმივად ძალადობდა.
მოკლულის ძმა აცხადებს იმასაც, რომ მისი ყოფილი სიძე სამჯერ ნასამართლევია და ნასამართლეობის გარდა, მის მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, საიდანაც პოლიციის მხრიდან ბოლო შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და ფსიქოლოგის და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
0
0