
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ორი ფრანგი მოხალისე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მაკრონი სოლიდარობას უცხადებს ყველა მოხალისეს, რომლებიც ხალხის დასახმარებლად უკრაინაში არიან ჩასულები. მათივე ცნობით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი უცხოელი მოხალისე, დაიჭრა ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროზე, ქალაქზე უპილოტო თვითმფრინავის „მასიური“ თავდასხმის შედეგად.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ სამი დაშავებული ასევე საფრანგეთის მოქალაქეები არიან. „რუსეთი პასუხს აგებს თავის დანაშაულებზე და ბარბაროსობაზე“,- ამბობს სეჟურნე.
BBC-ის ცნობით, რუსეთს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
0
0