
25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს. „დინამო არენაზე“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მიზნად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას და A ლიგაში გადასვლას ისახავს – ფრანგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ მიზნის მიღწევა შეუძლია.
„გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელებიც, მაგრამ ბიჭებს აქვთ ამბიცია, რომ მატჩები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მათ კარგად ვიცნობ. მთავარია, ბურთი გავაკონტროლოთ. კარგად ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს მოედანზეც გადავიტანთ“, – განაცხადა სანიოლმა წუნასამატჩო პრესკონფერენციაზე.
2026 წელს „ჯვაროსნებმა“ ოთხი მატჩი ჩაატარეს და დაუმარცხებლები არიან – მოუგეს ლიეტუვასა და ბაჰრეინს, ფრედ ითამაშეს ისრაელთან და რუმინეთთან.
0
0